ქალბატონებისთვის

ბაქტერიული ვაგინოზი საშოდან პათოლოგიური გამონადენის ყველაზე ხშირი მიზეზია 15-45 წლის ქალბატონებში. მდგომარეობა სულ უფრო მეტ სამედიცინო და სოციალურ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან იგი ერთი მხრივ უხერხულობისა და დისკომფორტის მიზეზია, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის სქესოვრივად გადამდები დაავადებების განვითარების ალბათობას, რაც შეიძლება ნეგატიურად აისახოს ქალის ჯანმრთელობაზე. ქალბატონების 75%-ს ერთხელ მაინც უვითარდებათ აღნიშნული დაავადება.
რა სიმპტომები ახასიათებს ყველაზე ხშირად ბაქტერიულ ვაგინოზს?
- სპეციფიური - „თევზის სუნის“ მქონე უსიამოვნო გამონადენი სასქესო გზებიდან
- მოყავისფრო ან თეთრი ფერის თხიერი გამონადენი
- წვა/ქავილი და დისკომფორტი სასქესო ორგანოების არეში
მე არ მაქვს ეს სიმპტომები - მჭირდება თუ არა გამოკვლევა?
ქალბატონების დიდ ნაწილში ბაქტერიული ვაგინოზი მიმდინარეობს მკვეთრად გამოხატული სიმპტომების გარეშე, ამიტომ მდომარეობა ხშირად შეუმჩნეველი გვრჩება. დაავადების ადრეული გამოვლენის და ადეკვატური მკურნალობის მიზნით, რეკომენდირებულია პერიოდულად სკრინინგული კვლევის ჩატარება, განსაკუთრებით ორსულებში, ორსულობის დაგეგმვისას და ქირურგიული მანიპულაციების წინ, რათა თავიდან იქნეს არიდებული შემდგომი გართულებები.
ბაქტერიული ვაგინოზი და ორსულობა
ორსულობის დროს ბაქტერიული ვაგინოზი განსაკუთრებით საყურადღებოა, ვინაიდან ხშირად იწვევს ისეთ გართულებებს როგორიცაა: სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, მენჯის ღრუს ანთებითი მდომარეობები, ამნიონური გარსების ანთებითი პროცესი და სხვა. იზრდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების განვითარების ალბათობა. არასწორმა დიაგნოსტიკამ და მკურნალობამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ბავშვის ჯანმრთელობაზე დაბადებიდან პირველ დღეებში. სწორედ ამიტომ, ორსულობის დროს ზუსტი და დროული დიაგნოსტიკა მეტად მნიშვნელოვანია.
რატომ უნდა ავირჩიოთ Femoflor?
- სწრაფი - Femoflor - ის ტესტის შედეგის მიღება შესაძლებელია 24 – 48 საათში.
- ზუსტი - Real time PCR ტექნოლოგია უზრუნველყოფს ტესტის მაღალ სიზუსტეს, არანაკლებ 95%.
- ინფორმატიული - Femoflor გვაძლევს საშუალებას ერთი ტესტის ფარგლებში განვსაზღვროთ 16/26 პარამეტრი.
- ხარჯთეფექტური - Femoflor ტესტი თავიდან აგარიდებთ სხვა დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროებას.
სად შეიძლება გავიკეთოთ ტესტი Femoflor?
ფემოფლორის დანერგვა საქართველოში 2023 წლიდან დაიწყო, მისი ხელმისაწვდომობა დღითი დღე იზრდება ყველა რეგიონში, ამ ეტაპზე ტესტის ჩატარება შესაძლებელია სამ ძირითად ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დაწესებულებების და მათი მისამართების სანახავად ისარგებლეთ ღილაკით „პარტნიორი კომპანიები“