ექიმისთვის
Femoflor გინეკოლოგის დასახმარებლად
ვაგინალური ბიოცენოზის კვლევის თანამედროვე მიდგომები
სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქალის ვაგინალური ბიოცენოზის შესწავლას კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. საერთაშორისო პროექტის „Vaginal Human Microbiome Project“-ის თანახმად ცნობილია, რომ ჯანმრთელი ქალის ვაგინალურ მიკროფლორას ახასიათებს ბაქტერიების დიდი მრავალფეროვნება, კერძოთ იგი წარმოდგენილია ათასზე მეტი სახეობის მიკროორგანიზმით - ნორმალური და პირობით-პათოგენური მიკროფლორის წარმომადგენლებით. რეპროდუქციული ასაკის ჯანმრთელ ქალბატონებში დომინირებენ ლაქტობაქტერიები, რომლებიც ბიოცენოზის 95% შეადგენენ, ხოლო დანარჩენი 5% უჭირავთ ისეთ პირობით-პათოგენურ მიკროორგანიზმებს, როგორიცაა Gardnerella vaginalis, Atopobium vaginae, Prevotella bivia, Porphyromonas spp, Ureaplasma urealyticum/parvum, Candida spp., Mycoplasma hominis და სხვა. სწორედ ამიტომ თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებების ამოცანა შეიცვალა და საჭირო გახდა არამხოლოდ ინდივიდუალური სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კვლევა, არამედ ვაგინალური მიკრობული ბიოცენოზის კომპლექსური შეფასება. სტატისტიკურად დაავადებების 80%, რის გამოც ქალბატონები მიმართავენ გინეკოლოგს გამოწვეულია არა სგგი-ით, არამედ ბაქტერიულ ვაგინოზით.
Femoflor - სრულყოფილი კვლევის თანამედროვე საშუალება
უროგენიტალური ინფექციების კვლევაში ნამდვილ აღმოჩენად იქცა ტესტი Femoflor, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი ტესტის ფარგლებში, ბიოლოგიური მასალის ერთი ნიმუშით გამოვიკვლიოთ საშოს ბიოცენოზი და კლინიკურად მნიშვნელოვანი ინფექციების სრული სპექტრი: ლაქტობაქტერიები, პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმები, მიკოპლაზმები, კანდიდას ტიპის სოკოები და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. ტესტი Femoflor დაფუძნებულია Real Time PCR (პჯრ რეალურ დროში) მეთოდზე, რომელიც ყველაზე ზუსტი და სწრაფი მეთოდია გენიტალური ინფექციების კვლევისთვის.
საკვლევი მასალის აღების წესები და პირობები:
- მედიკამენტოზური თერაპიიდან (ანტიბაქტერიული, პრო-და ეუბიოტიკებით თერაპია) ნიმუშის აღება დასაშვებია 2 კვირის შემდგომ.
- დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან ნიმუშის აღება დასაშვებია 48-72 სთ-ის შემდგომ, ხოლო დაცული სქესობრივი კონტაქტიდან 24სთ-ის შემდეგ;
- ნიმუშის აღების დღეს არ უნდა მოხდეს ტამპონების, სხვადასხვა ანტისეპტიკური საშუალებების და სუპოზიტორიების გამოყენება.
- ტრანსვაგინალური ულტრაბგერის და კოლპოსკოპიის შემდგომ გასული უნდა იყოს არანაკლებ 24-48 სთ;
როგორ ავიღოთ საკვლევი მასალა?
- Femoflor-ის ნიმუშის აღება ხდება იგივე პრინციპით, როგორც სხვა გენიტალური კვლევების შემთხვევაში.
- მიკროორგანიზმების ძირითადი მოცულობა ლოკალიზებულია ეპითელიუმის ზედაპირზე და ქმნის ე.წ. „ბიო აპკს“. მასალის აღების დროს მიზანშეწონილია ნაცხი ავიღოთ ეპითელიუმის ზედაპირული შრიდან წრიული მოძრაობებით.
- საკვლევ მასალას ვიღებთ საშოს უკანა/გვერდითი თაღიდან ვაგინალური ჩხირის წრიული მოძრაობით.
- ნაცხის აღების შემდეგ ვაგინალური ჩხირი წრიული მოძრაობებით უნდა ჩავრეცხოთ სატრანსპორტი ნიადაგში (ეპინდორფის სინჯარა) და გადავაგდოთ.
დეტალუტი ინფორმაციისთვის გამოიყენეთ ღილაკი +
Femoflor® 16